5 სამოგზაურო საახალწლო იდეა Wizz Air _ისგან » ავიაბილეთი / aviabiletebi - Aviabileti.ge

5 სამოგზაურო საახალწლო იდეა Wizz Air _ისგან

5 სამოგზაურო საახალწლო იდეა Wizz Air _ისგან
9-11-2019, 17:07

საახალწლოდ ყველა ქალაქი ლამაზია, მაგრამ ზოგიერთი ქალაქი უფრო ლამაზი. 😏✋ ნოემბრის შემოსვლასთან ერთად, 31 დეკემბრის ციებ-ცხელებაც აქტიურ ფაზაში გადადის, ამიტომ დროა, გეგმები დავსახოთ.

ეს 5 სამოგზაურო იდეა ჩვენგან:

1) ქალაქ ბერლინში უამრავი მაშტაბური ღონისძიება იმართება. ქუჩები კი ხალხითაა გადაჭედილი. ცოცხალი მუსიკა, პერფორმანსები, არტისტები, ფოიერვერკი - მოკიდეთ რამდენიმე მეგობარს ხელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის მოემზადეთ.

2) ამსტერდამი ამ ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და ფერად სახლებს რაღაც ჯადოსნური ელფერი დაჰყვება, რაც მისტიკურ საახალწლო განწყობას ქმნის. გაერთობით ისე, როგორც თავად მოისურვებთ: გიჟურად და ხმაურიანად ან რომანტიკულად და მშვიდად. მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

შეგახსენებთ, რომ ‼ ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები ეინდჰოვენში სრულდება. ეინდჰოვენიდან ამსტერდამამდე კი მატარებლით, დაახლოებით, 1 სთ და 30 წთ-ის გზაა.

3) ვენა ელექტრონული მუსიკა, ვალსი, როკი, პოპი - როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეთ, ქალაქის რომელიმე ქუჩაზე აუცილებლად მიაგნებთ სათქვენო თავშესაქცევს.

4) პარიზი რა უნდა იყოს ახალ წელს პარიზში შეხვედრაზე იდეალური?
თანაც თუ საყვარელი ადამიანიც გახლავს თან. ^_^

5) პრაღა ევროპაში ისედაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს თუ საახალწლო ჯადოქრობასაც დაუმატებ, გამოცდილ მოგზაურსაც მოგხიბლავს და შეგაყვარებს თავს

შეიძინეთ ავიაბილეთი ნებისმიერი მიმართულებით.