სიახლეები
იაფი ავიაბილეთები
ახალი ზელანდიის ავიახაზები მგზავრებს გამგზავრებამდე აწონის

ახალი ზელანდიის ავიახაზები მგზავრებს გამგზავრებამდე აწონის

გაიხადეთფეხსაცმელი! ჯიბიდანამოიღეთგასაღები! დადექითსასწორზე! - ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ითხოვს, რომ მისმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ საერთაშორისო ფრენების მგზავრები აწონოს. 

თვითმფრინავის წონისა და დატვირთვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, კომპანია გამოკითხვას ატარებს. როგორც CNN წერს მსგავსი გამოკითხვა 2021 წელსაც ჩატარდა, თუმცა შემდეგ პანდემიის გამო გადაიდო. 

''ჩვენვწონითყველაფერსრაცთვითმფრინავზეადის. დაწყებულიბარგიდან - საჭმლითდამთავრებული'' - განაცხადა ავიაკომპანიის დატვირთვის კონტროლის სპეციალისტმა, ჯეიმსს ალასტერმა.  

იმის გამო, რომ წონა პირადი ინფორმაციაა, ავიაკომპანია პირობას დებს, რომ ეს ინფორმაცია ანონიმური იქნება. 

31-05-2023 11:38
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი