სიახლეები
იაფი ავიაბილეთები
ევროპის ქვეყნებში გამგზავრების წესები იცვლება

ევროპის ქვეყნებში გამგზავრების წესები იცვლება

2023 წლის ბოლოდან, 60 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებს ევროპის ქვეყნების ნაწილში გამგზავრებისთვის სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ.

სპეციალური ნებართვა (ETIAS) 7 ევრო ეღირება, რომლის მისაღებადაც ელექტრონული რეგისტრაცია იქნება საჭირო.

ETIAS-ის მიღების შემთხვევაში, მას 3 წლიანი ვადა ექნება. ვადის გასვლის შემდეგ კი მსურველმა ხელახლა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. იგი მოქალაქის პასპორტზე იქნება მიბმული, შესაბამისად პასპორტის დაკარგვის, გამოცვლის ან სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, სისტემაში თავიდან რეგისტრაცია მოგიწევთ.

რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს დასჭირდებათ, რომ ანკეტაში მიუთითონ პირადი ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში აპირებენ პირველ ვიზიტს, მათ უნდა უპასუხონ კითხვებს ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა თუ სხვა თემების შესახებ.

ETIAS-ზე რეგისტრაციისთვის 7 დოლარის გადახდა არ დასჭირდებათ 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ნებართვას 30 ევროპული სახელმწიფო ითხოვს.

19-05-2023 13:24
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი